მალტაში კარანტინი გამოცხადდა
მალტაში კარანტინი გამოცხადდა

მალტაში კარანტინი გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მალტას მთავრობის გადაწყვეტილებით, არაპირველადი საჭიროების მაღაზიები და სკოლები დაიხურება. შეზღუდვების დაწესების მიზეზი კორონავირუსის გაზრდილი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობასთან ბრძოლაა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვები მას შემდეგ დააწესა, რაც ქვეყანაში, სადაც 500 000 ადამიანი ცხოვრობს, გასულ დღე-ღამეში ყოველდღიური ინფიცირების რეკორდული რაოდენობა – 501 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დაიხურა თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები და შეჩერდა რელიგიური ღონისძიებები. აიკრძალა ოთხ ადამიანზე მეტის შეკრება.

მალტაში ბოლო კვირებში დაწესებული შეზღუდვების მიხედვით კი, დაიხურა ყველა ბარი, რესტორანი და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა.