მალტა იტალიის სანაპირო დაცვის მიერ გადარჩენილი 90 მიგრანტის მიღებას დათანხმდა
მალტა იტალიის სანაპირო დაცვის მიერ გადარჩენილი 90 მიგრანტის მიღებას დათანხმდა

მალტა იტალიის სანაპირო დაცვის მიერ გადარჩენილი 90 მიგრანტის მიღებას დათანხმდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მიგრანტები იტალიის სანაპირო დაცვამ ცოტა ხნის წინ მალტის საკოორდინაციო ცენტრის შეტყობინების საფუძველზე გადაარჩინეს.

სამაშველო ოპერაციის ჩატარების შემდეგ მალტის მთავრობა მიგრანტების მისაღებად გემს არ აგზავნიდა. მალტაში აცხადებდნენ, რომ მიგრანტები უახლოეს ხმელეთამდე უნდა წაეყვანათ. ეს კი, იტალიის კუნძული ლამპედუზა იყო. თუმცა საბოლოოდ მალტა მიგრანტების მიღებას დათანხმდა.