მალტა გემ „აკვარიუსზე“ მყოფ მიგრანტებს პორტს გაუხსნის
მალტა გემ „აკვარიუსზე“ მყოფ მიგრანტებს პორტს გაუხსნის

მალტა გემ „აკვარიუსზე“ მყოფ მიგრანტებს პორტს გაუხსნის, რის შემდეგაც 141 მიგრანტს ხუთ ევროპულ სახელმწიფოში გადაანაწილებენ. ისინი თავშესაფრებს საფრანგეთში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, პორტუგალიასა და ესპანეთში მიიღებენ.

გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის გემზე მყოფი 141 მიგრანტი ევროპული სახელმწიფოებისგან რომელიმე პორტში შესვლის წინადადებას ოთხი დღის განმავლობაში ელოდა. ამჟამად გემი ხმელთაშუა ზღვაში, მალტასა და იტალიას შორის იმყოფება და მალტისკენ მიემართება.

ივლისში ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის კუთვნილ გემს, რომელზეც 629 მიგრანტი იმყოფებოდა, იტალიის ახლად არჩეულმა მთავრობამ პორტები ჩაუკეტა და გადარჩენილი მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა.

ოფიციალურმა რომმა ორგანიზაცია არალეგალურ იმიგრაციაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, ბორტზე მყოფი 629 მიგრანტის მიღებაზე ერთდროულად რამდენიმე ევროპული სახელმწიფო შეთანხმდა.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის კუთვნილი გემი „აკვარიუსი“ ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში სამაშველო ოპერაციებს 2016 წლის შემდეგ ატარებს.

ამ ხნის განმავლობაში, გერმანულმა ორგანიზაციამ 29 ათასი ადამიანი გადაარჩინა. მათი დიდი ნაწილი აფრიკელი მიგრანტი იყო.