მალხაზ ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხზე ამ დრომდე პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის
მალხაზ ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხზე ამ დრომდე პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება.

რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის“, – განაცხადა ურთქმელიძემ.