მალხაზ მაჩალიკაშვილმა პოლიციელებს მიმართა – პოლიცია კი არა, კრიმინალებიც არ ხართ, თქვენ არარაობა ხართ

00:44, 05.11.2020

ისნის საარჩევნო ოლქთან ოპოზიციის წარმომადგენელთა და მათ მხარდამჭერთა აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა.

ის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და პოლიციელებს მიმართა.

„არ გრცხვენიათ? მთელმა ქვეყანამ, დიდმა და პატარამ იცის, რა სამარცხვინოდ ჩაატარეს ეს არჩევნები. თქვენ კიდევ დამნაშავეების სანაცვლოდ იჭერთ პატიოსან, ღირსეულ ადამიანებს. თქვენ კაცობას რა ვუთხარი. პოლიცია კი არა, თქვენ კრიმინალებიც არ ხართ, თქვენ არარაობა ხართ“, – მიმართა სამართალდამცველებს მაჩალიკაშვილმა.

მსგავსი