მალხაზ მაჩალიკაშვილმა ინგოროყვას კლინიკა დატოვა
მალხაზ მაჩალიკაშვილმა ინგოროყვას კლინიკა დატოვა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ინგოროყვას სახელობის კლინიკა დატოვა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მაჩალიკაშვილს კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას გამოკვლევები ჩაუტარდა.

მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკაში კომენტარი არ გაკეთებულა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დაბალი წნევითა და საერთო სისუსტით გვიან ღამით გადაიყვანეს.