მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის „არა ნაცებს“ მონაწილეებს „გამყიდველები“ და „ერის მოღალატეები“ უწოდა
მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის „არა ნაცებს“ მონაწილეებს „გამყიდველები“ და „ერის მოღალატეები“ უწოდა

ნაძირლებო, თქვენ არ ხართ ადამიანები, ადამიანები აქ დგანან ჩემსა და ზაზას გვერდით, – ასე მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის „არა ნაცებს“ მონაწილეებს, რომელთა ნაწილმა აქციის დასრულების შემდეგ პარლამენტის შენობასთან ჩაიარა.

„თქვენ ხართ გამყიდველები, ერის მოღალატეები. თქვენ არ ხართ ადამიანები. თქვენ ხართ უვარგისი ნაძირლები და ჩამოფასებული ადამიანები. თქვენ თუ ხალხი ხართ, აქ ჩემს გვერდით უნდა იდგეთ. მე და ქისტი ხალხი ყოველთვის საქართველოს გვერდით ვიდექით“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.