ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე ხვალ გამოცხადდება
ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე ხვალ გამოცხადდება

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ პირველ არხს მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დაკითხვა ხვალ, 11:00 საათზე არის დაგეგმილი.

ადვოკატის თქმით, დღეს მას არ ეცალა და შესაბამისად სუს-ს დაკითხვის გადადება სთხოვა, რადგან მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატის გარეშე სუს-ში არ გამოცხადდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას განაცხადა: „სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდი, რომ მცოდნოდა, უწყება ტერაქტის მომზადებაში მადანაშაულებდა“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

დატოვე კომენტარი