მალხაზ მაჩალიკაშვილი - სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიანი აქცია დაშალონ
მალხაზ მაჩალიკაშვილი - სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიანი აქცია დაშალონ

სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიანი აქცია დაშალონ, – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

„ცდილობენ, მე და ჩემნაირი გამწარებული ხალხი გააჩერონ. სიტყვის თქმის უფლება არ მისცენ, რომ არაადამიანური საქციელებით გააგრძელონ მოღვაწეობა. გეგმები არ შეიცვლება, კარავი კი არა, ამათ ფეხების ქვეშიდან მიწაც რომ წაიღონ, გეგმები არ შეიცვლება. 18:00 საათზე აქცია იქნება, აქციები ბოლომდე გაგრძელდება, ვიდრე ჩემი და ზაზა სარალიძის მოთხოვნები არ იქნება სისრულეში მოყვანილი და ყველა დამნაშავე არ იქნება დასჯილი”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.