მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფოში უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. დამატებით დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ.

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე 7 მაისს 11:00 საათისთვის დაიბარეს, თუმცა ის სუს-ში მისვლას არ აპირებს.