მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

მაჩალიკაშვილის თქმით, ის ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეცდება.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ჯამში 100 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებს. მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვება მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

მაჩალიკაშვილების მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან სანდრა რულოვსიც მივიდა და პირველი ხელმოწერა დააფიქსირა.

თემირლან მაჩალიიკაშვილის მკვლელობაზე გვინდა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს წინადადება უკვე ორჯერ იყო შესული პარლამენტში, მაგრამ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოგროვდა. ამ შენობაში, სადაც პარლამენტია, სამწუხაროდ, დაკომპლექტება არ არის ზუსტი ანარეკლი, რა აზრიც არსებობს საზოგადოებაში. ჩვენ ამ პეტიციით გვინდა იმის დადასტურება, რომ ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის ოჯახს და ამ თხოვნით ამაში დავეხმარებით. ვივლით რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში და გვექნება ხალხთან შეხვედრა. ეს იქნება ზოგადი პეტიცია, ხალხის პეტიცია. შევეცდებით, შევაგროვოთ ასი ათასობით ხელმოწერა და პარლამენტი იძულებული უნდა იყოს, შეიქმნას საგამოძიებო“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.