მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნული საკთხზე განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.

მისი განცხადებით, კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგის 67-ე საკითხად არის განსაზღვრული და მაჩალიკაშვილი ითხოვს, რომ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოხდეს.

„საზოგადოებამ უნდა გაიგოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით რაშია საქმე და რატომ ვითხოვ კომისიის შექმნას. დარწმუნებული ვარ, საქმეს არ გახსნიან. ეს ყველაფერი მოხდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გადასაფარად. შეცდომა დაუშვეს, ან ბინა შეეშალათ, ან არ ვიცი, ეს არის საუკუნის საქმე, რომელიც უნდა გაიხსნას. უნდა თქვან რისთვის და რატომ მოვიდნენ ჩვენ სახლში“, – განაცხადა მაჩალიკაშილმა.