მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ გაშლილ კარავში დაბრუნდა
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ გაშლილ კარავში დაბრუნდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ გაშლილ კარავში დაბრუნდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში ადვოკატთან და მეუღლესთან ერთად მივიდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მოგვიანებით ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან პირად საუბარში განაცხადა, რომ ისინი ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც მედიის კითხვებს გასცემენ პასუხს.

მისივე თქმით, ბრიფინგი მას შემდეგ გაიმართება, რაც მაჩალიკაშვილს გამოკითხვაზე კვლავ დაიბარებენ და შეძლებს მასალების გაცნობას.