მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხელისუფლებას სურს ჩემი დაკავება, რადგან ფიქრობენ, რომ ამით თემირლანის საქმეს გაანადგურებენ, მაგის საშუალებას არ მივცემ
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხელისუფლებას სურს ჩემი დაკავება, რადგან ფიქრობენ, რომ ამით თემირლანის საქმეს გაანადგურებენ, მაგის საშუალებას არ მივცემ

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გამოკითხვისას გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, არ გამორიცხავს ბრალდებულის სტატუსის შეცვლასაც.

„ბრალდებულის სტატუსი მგონი შეიცვლება, რადგან დაკითხვაზე დავამტკიცე, რომ ჩვენი საუბრები იყო შეერთებული. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, სასამართლო იტყვის თავის სიტყვას. კარგი იქნებოდა, რომ მათ არ გამოვეცხადებინე მთელი მსოფლიოს წინაშე ტერორისტად, ეს არ შეიძლება, ეს სუს-ის მხრიდან  დიდი შეცდომა იყო. რაც შეეხება გამოქვეყნებულ ვიდეოს, პირველი დღიდან ვიძახი, ეს არის ჩემი საუბარი როცა ჩემი ხმის ჩაწერას და ექსპერტიზას აკეთებდნენ, მე იქაც ვთქვი, ჩემი საუბარია არ არის ექსპერტიზის გაკეთება საჭირო, მაგრამ მაინც გაკეთდა. ყოველთვის ვამბობ, რომ მაგაზე მძიმე საუბარი მქონია გოგაშვილთან და იმ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით, რომლებმაც შვილი მომიკლეს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს დაკავებას.

„მათ სურთ ჩემი დაკავება, რადგან ფიქრობენ, რომ ჩემი განადგურებით თემირლანის საქმეს გაანადგურებენ, ამ ხელისუფლებას მე მაგის საშუალებას არ მივცემ“, – განაცხადა მაჩალიკაშილმა.