მალხაზ მაჩალიკაშვილი - ეს ხელისუფლება საქართველოში რუსულ პროპაგანდას ატარებს, ესენი არიან ყველანი დასასჯელი და დასაჭერი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ეს ხელისუფლება საქართველოში რუსულ პროპაგანდას ატარებს, ესენი არიან ყველანი დასასჯელი და დასაჭერი

სათავეში სხედან პუტინის პირდაპირი მონები, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

​მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლება მოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთით, სწორედ ამის გამო მათი ადგილი არის ციხეში.

„დღეს მთელს საქართველოში ხალხმა ვნახეთ, თუ რა ხდება. სათავეში სხედან პუტინის პირდაპირი მონები. ამიტომაც ვართ დღეს ჩვენც ყველანი ასეთ დღეში.

ივანიშვილი ციხეში! მაგის ყველა დამქაში ციხეში! მთელი ხელისუფლება ციხეში! სასამართლო ციხეში! პარლამენტი ციხეში! მთავრობა ციხეში! ყველა ერთად ციხეში! ამათი ადგილი ციხეშია და არა თავისუფლებაზე. ესენი მოქმედებენ პირდაპირ პუტინის დაკვეთით. ესენი ატარებენ საქართველოში რუსულ მეთოდებს, რუსულ პროპაგანდას. ესენი არიან ყველანი დასასჯელი და დასაჭერი. ესენი არიან ერთმანეთზე უარესი ნაძირალები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.