მალხაზ მაჩალიკაშვილი - დაისაჯონ ადამიანები, ვისაც სისხლში აქვთ ხელები ამოსვრილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - დაისაჯონ ადამიანები, ვისაც სისხლში აქვთ ხელები ამოსვრილი

ორ ადამიანს მთელი სახელმწიფო გვებრძვის, ამასობაში რუსმა ოკუპანტმა შეგვჭამა, ლამის კარზე მოგვადგა,- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, დღეს უნდა გამოვიდეს მთელი საქართველოს და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ.

„უკეთ ვარ რომ გხედავთ, მრცხვენია კიდეც და ძალიან მეამაყება კიდეც. ამ ორი დღის განმავლობაშ მომიწია წასვლა ხეობაში, ჩემთვის ძალიან სერიოზულ საქმეზე და ვიფიქრე, თემირლანის საფლავს თვალსაც გადავავლებ მეთქი. ამასობაში, ვხედავ, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანის დედა კატასტროფას მიყავს. მე არ ვიცი ამ ხელისუფლებას რა უნდა ველაპარაკო, ან მე ან ჩვენ. ამ ორ ადამიანს მთელი სახელმწიფო გვებრძვის, ამასობაში რუსმა ოკუპანტმა შეგვჭამა, ლამის კარზე მოგვადგა. ჩვენ ორი ადამიანი, რომელიც სამართალს ვეძებთ და სიმართლეს ვითხოვთ, ჩვენს წინააღმდეგ ომის განმავლობაში კინაღამ შემოგვივიდა ოკუპანტი. მივმართავ ამ ხელისუფლებას, რას ფიქრობს. ასეთ ადამიანები ბიბლიაში არ არიან ნახსენები. ასეთი ადამიანები ყურანში არ არიან ნახსენები, საიდან მოვიდნენ. ჩემს ბავშვობაში იტყოდნენ ხოლმე მოვლენ ადამიანები ცოცხლად კაციჭამიებიო და ეს კაციჭამიები დღეს სათავეში არიან. გამოვიდეთ მთელი საქართველო, დაისაჯონ ის ადამიანები, ვისაც სისხლში აქვთ ამოსვრილი ხელები. მთელ საქართველოს ვთხოვ, მთელი მსოფლიოს ემიგრანტს ვთხოვ, ჩამოვიდნენ, მიხედონ საქართველოს, საქართველოს ერს. ეს ვის ხელში ვართ, ეს სად ამოვყავით თავი. როგორც შეიძლება ბავშვების ხოცვა, როგორ შეიძლება თავიანთი ინტერესის გამო ტერაქტების მოწყობა. ეს როგორ შეიძლება. საძინებელში, თავის საწოლში ბავშვების დახვრეტა, ეს ვის გაუგონია”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, თხოვნით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ორი ეროვნების ადამიანები ერთმანეთს არ გადაკიდონ.

„თხოვნით მივმართავ მთელ საქართველოს, მთელ ხელისუფლებას, თუ ვინმე არის საღად მოაზროვნე ხელისუფლებაში, ნუ გადაკიდებთ ამ ორ ეროვნებას ერთმანეთზე. თემირლნას ორი სამშობლო ჰქონდა თემირლანს სამშობლო საქართველო ჰქონდა, თემირლანს სამშობლო ჩეჩნეთი ჰქონდა. მინდა, მივმართო თხოვნით, ნუ გადაკიდებთ ამ ადამიანებს ერთმანეთს, რამდენიმე ადამიანის გამო. ჩვენ ძირძველი ხალხი ვართ. ძმები და დები ვართ და იმ დროიდან მოვიდივართ ასე. მე როგორც ქართველი ვიძახი. მართლაც დავუსვათ ამ სისხლიან რეჟიმს წერტილი. მივცეთ უფლება იმ სხვა ადამიანებს, დასაჯონ ეს ნაძირლები.  გულით, სულით გთხოვთ, მთელი საქართველო გამოდით”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.