მალხაზ მაჩალიკაშვილი - როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე მსგავსი საუბრები, მაგრამ ჩემი მხრიდან ტერაქტი გამორიცხულია
მალხაზ მაჩალიკაშვილი - როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე მსგავსი საუბრები, მაგრამ ჩემი მხრიდან ტერაქტი გამორიცხულია

როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე მსგავსი საუბრები, ხან ვისთან, ხან ვისთან, ზუსტად არ მახსოვს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი მხრიდან ტერაქტი სრულიად გამორიცხულია.

„გზავნილი მე მაქვს მთელ ხელისუფლებასთან და მთელს საქართველოსთან – როდესაც ასეთ რამეს ტელევიზიის ან რაიმე სხვა საშუალებით ავრცელებენ, პირველად ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგზე – თუ მე ვარ ადამიანებისთვის საშიში, როგორც ამას უსაფრთხოების სამსახური ამბობს, მაბრალებენ ტერაქტს, პირველად მათ უნდა გაარკვიონ, შევისყიდე თუ არა იარაღი, ან რაიმე მსგავსი. ამის შემდეგ შეიძლება, მაბრალონ ტერაქტთან დაკავშრებით რამე. ამ შემთხვევაში ტერაქტი შეიძლება სრულიად გამოირიცხოს.  მე ერთი წელია, აქ ვდგავარ და ვიცავ მათ მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილს. მე ფიცი მაქვს დადებული, რომ დავიცვა მისი სახელი და დღეს მთელს ქვეყანაში ახალგაზრდობა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონია თუ არა სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში არსებული საუბარი, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ საუბარი შესაძლოა იყო, თუმცა ეს მოხდა ემოციურ ნიადაგზე.

„მასეთი საუბარი კი არა, მე მქონია რამდენიმენაირი საუბარი, როდესაც ესენი მიმწყვდევენ კუთხეში და გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ფიქრები მოდის ჩემში და ისევ ჩემში ვახშობ, მაგრამ მე ეს მცდელობა არასდროს მქონია. ეს საუბარი, რაც გამოქვეყნდა ამოკრეფილია. თუ დამნაშავე ვარ, მზად ვარ პასუხი ვაგო. მე არ დამიმთავრებია ის სკოლა, მოვიტყუო და ჩემს ღირსებას შევეხო. როცა მამწარებე,ნ მაქვს ხოლმე საუბრები ხან ვისთან, ხან ვისთან. შეიძლება, ვინმეს რამე ვუთხარი. ჩემი მტრის ცოცხალიც მაინტერესებს და მკვდარიც, არა იმიტომ, რომ გავანადგურო, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდე ყველაფერი. მე 5-ჯერ დამიბარეს. ბოლოს 10 საათი დამკითხეს და მათ ვუთხარი, რომ ამის მერე იქ მიმსვლელი არ ვიყავი, თუ ძალით არ მიმიყვანენ, იქ ყველას ჩემი თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. თუ საშიში ვიყავი, დალოდებოდნენ ქმედებას ტერაქტამდე, რომ ფაქტზე დავეჭირე. ესენი მუშაობენ, როგორ გამანადგურონ და გამომამწყვდიონ ციხეში. მე გავიფიქრე, მომივიდა ის აზრი, მაგრამ ჩემში ძალას ვნახულობ, რადგან მოსახლეობის გვერდში დგომას ვგრძნობ. შვილი მომიკლეს, გამამწარეს, მაგრამ ამინც ვცემ ჩემ საქართველოს პატივს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.