მალხაზ მაჩალიკაშვილი - არაფრის გამო, ამ სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - არაფრის გამო, ამ სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი

დღეს თემირლანი 20 წლის გახდებოდა, მაგრამ მას არ აცადეს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე ჩემს სიცოცხლეში არ ვიფიქრებდი 10 იანვარზე მძიმე დღე თუ დამიდგებოდა, მაგრამ გუშინდელი და დღევანდელი დღე ჩემთვის მართლა გაუსაძლისი და მტკივნეული აღმოჩნდა. როგორც ჩვენ ვიცით, არაფრის გამო ამ სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს არის დანაშაული, რომელზეც მთელს სახელმწიფოს და ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს უჭირთ საუბარი, რადგან ამათ მოკლეს ბავშვი თავისი მშობლების წინ, საძინებელში მძინარე. მოკლეს იმ იარაღით, რომელი იარაღიც არის უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული, მ16-ს ეძახიან. ამ ტყვიით დაჭრილი ადამიანი ერთ წამსაც არ ცოცხლობს და სიცრუეა, თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილმა დაჭრის შემდეგ ხელყუმბარის გამოყენება სცადა. ეს ბინძური ჭორები, ტყუილები, ხალხს მობეზრდა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია იმართება.