მალიში ჯიჰადისტებმა 32 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
მალიში ჯიჰადისტებმა 32 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

მალიში Dozo-ს სახელით ჯიჰადისტებმა 32 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თავდასხმა აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. Dozo-ს ჯიჰადისტებმა იზოლირებულ სოფელს ალყა შემოარტყეს, ფუბლეს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ადგილობრივებისგან განაცალკევეს და მოკლეს. BBC-ს ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯიჰადისტები ფუბლეს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ხშირად ესხმიან თავს. არსებულ მდგომარეობაში ფუბლას ხალხი ხელისუფლებას ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ Dozo-ს ჯიჰადისტებს სახელისუფლებო არმია მხარს უჭერს. ცოტა ხნის წინ მოპტის რეგიონში 25 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ დანაშაულში გამოძიებამ სახელისუფლებო არმიის კვალს მიაგნო.