მალიში ჰუმანიტარული ორგანიზაციის ფრანგი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომელიც ჯიჰადისტებმა 2016 წელს გაიტაცეს
მალიში ჰუმანიტარული ორგანიზაციის ფრანგი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომელიც ჯიჰადისტებმა 2016 წელს გაიტაცეს

მალიში გაათავისუფლეს ჰუმანიტარული ორგანიზაციის ფრანგი თანამშრომელი სოფი პეტრონინი, რომელიც ჯიჰადისტებმა 2016 წელს გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ გათავისუფლებულის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთისა და მალის ხელისუფლების წარმომადგენლები ქალის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ და არც უარყოფენ, თუმცა პეტრონინის ოჯახის წევრი ფრანგულ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ის უკვე ბამაკოსკენ მიმავალ გზაზეა.

მანამდე, მისმა შვილმა, სებასტიან შადო-პეტრონინმა განაცხადა, რომ მიემგზავრება მალიში დედის სავარაუდო გათავისუფლების წინ.

როგორც სააგენტო „როიტერისთვის“ გახდა ცნობილი, სოფი პეტრონინისა და ოპოზიციის ლიდერი სუმალია სისეს გათავისუფლების სანაცვლოდ, ხელისუფლებას გარკვეული რაოდენობის დაპატიმრებული ისლამისტი ამბხოხებული უნდა გამოეშვა ციხიდან.

ისლამისტმა შეიარაღებულმა მებრძოლებმა პეტრონინი 2016 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ მალიში მდებარე ქალაქ გაოში გაიტაცეს, სადაც ის მიუსაფარ ბავშვთა დასახმარებალდ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

დატოვე კომენტარი