მალიში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ბაზაზე თავდასხმას სულ მცირე ორი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა
მალიში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ბაზაზე თავდასხმას სულ მცირე ორი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა

მალიში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ბაზაზე თავდასხმას სულ მცირე ორი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა, დაშავებულია მისიის კიდევ 10-მდე წევრი. შემთხვევა ქალაქ აგელოკის სიახლოვეს მოხდა.

შეიარაღებულმა პირებმა გაერო-ს ბანაკს ცეცხლი გაუხსნეს. მალის კრიზისი 2011 წელს ლიბიაში, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობას მოჰყვა, როდესაც ლიბიიდან გაქცეულმა ტუარეგის ტომელებმა თავი მალის ჩრდილოეთით, შეაფარეს.

მოგვიანებით ეს ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, თუმცა მათი შევიწროება ექსტრემისტებმა დაიწყეს.

2016 წელს გაერო-ს უშიშროების საბჭომ მალიში, 12 000 პირისგან შემდგარი სამშვიდობო მისიის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.