მალიში გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი მოკლეს
მალიში გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი მოკლეს

მალიში გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი მოკლეს. დაღუპული მშვიდობისმყოფელები ჩადიდან იყვნენ.

გაერო-ს მალის ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისიის ინფორმაციით, თავდასხმა კიდალის რეგიონში, საერთაშორისო ორგანიზაციის კოლონაზე მოხდა. ინციდენტის შედეგად ოთხმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. აღნიშნული რეგიონი სეპარატისტი ამბოხებულების მთავარი დასაყრდენი იყო, მაგრამ მალის მთავრობას და ტუარეგის ამბოხებულთა ჯგუფებს შორის 2015 წლის სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ცალკეული სამხედროები თავდასხმებს განაგრძობენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მსგავს თავდასხმებს „ისლამური მაღრების ალ-ყაიდა“-სთან დაკავშირებული მებრძოლები ახორციელებენ.

დატოვე კომენტარი