მალდივის ყოფილი პრეზიდენტი აბდულა იამინ აბდულ გაიუმი დააკავეს
მალდივის ყოფილი პრეზიდენტი აბდულა იამინ აბდულ გაიუმი დააკავეს

მალდივის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი აბდულა იამინ აბდულ გაიუმი დააკავეს. ექსპრეზიდენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთ საათში პოლიციამ აიყვანა.

მალდივის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 4 თებერვალს კი კუნძულებზე დისლოცირებულ სამხედროებს ქვეყნის დედაქალაქ მალეში დაბრუნება უბრძანეს.

გაიუმი, რომელიც ახლანდელი პრეზიდენტის, აბდულა იამინის ნახევარძმაა, ქვეყანას 2008 წლამდე, 30 წლის განმავლობაში მართავდა.

მალდივის კუნძულებზე არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ თვითგამოცხადებული ყოფილი პრეზიდენტის, მუჰამედ ნაშიდის გათავისუფლებაც მოითხოვა.