მალდივის კუნძულებზე კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა
მალდივის კუნძულებზე კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

მალდივის კუნძულებზე „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ყველა დაინფიცირებული უცხოელია.

ქვეყნის მთავრობამ უკვე დააწესა შეზღუდვა და კუნძულებზე ვეღარავინ ჩავა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, სამხრეთ კორეიდან და ბანგლადეშიდან.