მალაიზიის ყოფილ პრემიერ ნაჯიბ რეზაკს სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მალაიზიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნაჯიბ რეზაკს სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მალაიზიის მთვარობის ყოფილი ხელმძღვანელი შვიდივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
საქმე ეხება კორუფციულ სკანდალს, რომელშიც ნაჯიბ რეზაკი მონაწილეობდა. სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ნდობის დარღვევის, ფულის გათეთრებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით იყო აღძრული. ნაჯიბ რეზაკი მალაიზიის მთავრობას 2009-2018 წლებში ხელმძღვანელობდა.
ბრალდების მტკიცებით, ნაჯიბ რეზაკმა მალაიზიის სტრატეგიული განვითარების კომპანიის ანგარიშებიდან ფული საკუთარ კერძო ანგარიშებზე გადარიცხა. მალაიზიის და აშშ-ის მთავრობები ამტკიცებენ, რომ ფონდის კუთვნილი 4.5 მილიარდი დოლარი უკანონოდ მიითვისეს. დაკარგული ფული უკავშირდება უძრავ ქონებას, კერძო თვითმფრინავს, ვან გოგისა და მონეს ნამუშევრებს, ასევე ჰოლივუდის ბლოკბასტერს, „უოლ სტრიტის მგელს“. თავად ნაჯიბ რეზაკი ბრალდებებს უარყოფს.