მალაიზიაში რეკორდული ოდენობის კრისტალური მეტამფეტამინის პარტია ამოიღეს

11:03, 28.05.2018

მალაიზიელმა სამართალდამცველებმა 1,2 ტონა ნარკოტიკული საშუალება კრისტალური მეტამფეტამინის პარტია ამოიღეს. დაკავებულია ექვსი ეჭვმიტანილი. მათ რეკორდული ოდენობის კონტრაბანდული საქონელი მიანმარიდან გემით გადაჰქონდათ.

ნარკოტიკული საშუალება 18 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა. ნივთიერება ჩაის პაკეტებში იყო დაფასოებული.

მსგავსი