მაკრონმა უკრაინის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრები გამართა
მაკრონმა უკრაინის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრები გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ელისეს სასახლის ცნობით, მოლაპარაკებები ლონდონში ხვალ დაგეგმილი ევროპელი ლიდერების სამიტისთვის, ასევე 6 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტისთვის მომზადების ნაწილი იყო.