მაკო გომური - წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით
მაკო გომური - წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით

წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით, – წერს „ფეისბუქში“ მაკო გომური, რომელმაც 21 ივნისის ღამეს, პარლამენტთან აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველ არხზე, „მოამბეში“ გუშინ განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მთავარი დაზარალებული მოქალაქეებისა და პოლიციელების ჯანმრთელობაა და სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ მკურნალობას საუკეთესო კლინიკებში, მათ შორის საზღვარგარეთ, ასევე ჩამოიყვანს საუკეთესო სპეციალისტებს, ვინაიდან მისი შეფასებით, ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.