კანადელმა სნოუბორდისტმა მარკ მაკმორისმა სლოუპსტაილში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მაკმორისი 11 თვის წინ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. 2017 წლის მარტში, ვანკუვერის ჩრდილოეთით მეგობრებთან ერთად სრიალისას, მაკმორისი მთელი სიჩქარით ხეს დაეჯახა. შეჯახებამ ყბის, მარცხენა ხელისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა, თვალის დაზიანება და ფილტვის კოლაპსი გამოიწვია.
მარკი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მან ორი ოპერაცია გადაიტანა. თვეზე მეტი გაუნძრევლად გაატარა და ტრავმიდან ნახევარი წლის შემდეგ, სნოუბორდს დაუბრუნდა. უკვე ნოემბერში, მაკმორისმა მოიგო მსოფლიოს თასის ეტაპი პეკინში.
სოჭში 2014 წლის თამაშებზე, მაკმორისმა ასევე ბრინჯაოს მედალი აიღო. კანადელი 24 წლისაა და ხუთჯერ აქვს მოგებული X-Games.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე