„მაკკეინის ინსტიტუტმა“ „ინიციატივა თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელზეც
„მაკკეინის ინსტიტუტმა“ „ინიციატივა თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელზეც.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინიციატივა დაეხმარება აშშ-ის მოქალაქეებს და სხვა პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური მიზეზებით არიან დაკავებული.
ინიციატივა ორიენტირებული იქნება მძევლებისა და პოლიტპატიმრების გარკვეული ჯგუფების გათავისუფლებაზე. პირველ ეტაპზე გავრცელდა მძევლებისა და პოლიტპატიმართა სია, რომელშიც ჟურნალისტი მზია ამაღლობელიცაა მოხსენიებული. სიაში ასევე არიან ვენესუელის ოპოზიციონერი ლიდერი ჰესუს არმასი, ბელარუსი ფლეიტისტი მარია კალესნიკავა და ღაზაში დაკავებული ისრაელ-ამერიკელი მძევლები.
ინიციატივა გაუწევს მნიშვნელოვან დახმარებას როგორც პატიმრებს, ისე მათ ოჯახებს. ეს მოიცავს კომუნიკაციას აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ასევე სტრატეგიულ კომუნიკაციებს პატიმართა გათავისუფლების მხარდასაჭერად.