მახინჯაურში მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი პირი დაიღუპა

20:06, 15.02.2025

მახინჯაურში მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი პირი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული შუა ხნის ქალია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი