მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სტუდენტი დაშავდა
მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სტუდენტი დაშავდა

ბათუმის საზღვაო სასწავლებლის ორი სტუდენტი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მახინჯაურში. ფეხით მოსიარულეებს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.