მახათას მთისკენ დღეს ავტობუსების ორი მარშრუტი უფასოდ იმოძრავებს
მახათას მთისკენ დღეს ავტობუსების ორი მარშრუტი უფასოდ იმოძრავებს

დედაქალაქის მერიის ცნობით, დღეს მახათას მთისკენ, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნასთან დაკავშირებით, ავტობუსების ორი მარშრუტი იმოძრავებს. ისინი მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

„ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნაზე მრევლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 12 მაისს, მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების ორი დროებითი მარშრუტი დაინიშნება.

ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ „ვარკეთილიდან“ 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.