მახაჩყალაში, ტანკერზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მახაჩყალაში, ტანკერზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მახაჩყალაში, ტანკერზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, გარდაცვლილები მეზღვაურები არიან, რომლებიც ქალაქის პორტში გაჩერებული ტანკერიდან ნავთობის გადაქაჩვის პროცესში მონაწილეობდნენ.

სულ აფეთქების დროს ტანკერის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად ტანკერზე ხანძარია, რომლის ლოკალიზებაც ჯერ არ მომხდარა.