მაკგრეგორმა მეივეზერის შეთავაზება უხეშად უარყო

10:48, 30.08.2018

შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი ფლოიდ მეივეზერის შეთავაზებას, რუს ჰაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლისთვის ამერიკელის საკრივო დარბაზში მოემზადოს.

ირლანდიელმა მეივეზერს უხეში ფორმით უპასუხა: „ყველა მეივეზერი ერთ ადგილას წავიდეს. ნუ გაქვთ მშვიდობის იმედი“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ მაკგრეგორმა.

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონი მეივეზერი ვალში არ დარჩა. ამერიკელმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა მისი და მაკგრეგორის ბრძოლის ფოტო და მას სარკასტულად მიაწერა: „ყველაზე იოლი ცხრანიშნა თანხა, რომელიც ოდესმე გამომიმუშავებია“.

მსგავსი