გიორგი მაკარიძის „ვიტორია სეტუბალმა“ პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში საშინაო არენაზე ერთ-ერთი გრანდი, ლისაბონის „ბენფიკა“ მიიღო და ქულა მოიპოვა – 1:1.
ავტორიტეტული გამოცემის, „გოლპოინტის“ აზრით, მასპინძელთა შორის საუკეთესო საქართველოს ნაკრების მეკარე იყო, რომლის თამაშიც ათბალიან სისტემაში 7,8 ქულით შეაფასა.
„მაკარიძემ დაპირება შეასრულა და „ბენფიკასთან“ შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო“ – წერს „გოლპოინტი“.
გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის წინა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, სულ კი მიმდინარე სეზონში საუკეთესო თერთმეტეეულში სამჯერ დაასახელეს. დეკემბერში გიორგი ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშეთა სიაშიც იყო.