მაკაოში კორონავირუსის შემთხვევების გამო ყველა სამორინე დახურეს

02:04, 05.02.2020

მაკაოში კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა სამორინე 14 დღით დახურეს.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რათა ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.

მანამდე მაკაოში ახალი ტიპის კორონავირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

14 დღის განმავლობაში, ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონში მოქმედი 40-ზე მეტი სამორინე სტუმრებს არ მიიღებს. ამავე დროს სამორიენეებში დასაქმებული 57 ათასი ადამიანი კუთვნილ ხელფასს მაინც მიიღებს.

მსგავსი