საკალათბურთო ევროლიგაზე 24-ე ტურის დარჩენილი ხუთი შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი სტამბოლში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ფენერბახჩემ” თელ ავივის „მაკაბის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე ერთი ქულის სხვაობთ 77-78 წააგო.
სტუმართა შორის საუკეთესოები ოტელო ჰანტერი და დენი ავდიჟა გამოდგნენ. მათ ანგარიშზე 13-13 ქულაა. აარონ ჯექსონმა მატჩი 12 ქულით დაასრულა.
მასპინძელთა შორის კი 22 ქულის დაგროვება შეძლო დერიკ ვილიამსმა. 18-18 ქულა მიითვალეს კოსტას სლუკასმა და ნიკოლა კალინიჩმა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა. თელავიველებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს და სატურნირო ცხრილში 4-5 ადგილებს მოსკოვის „ცე ეს კასთან” ინაწილებენ. „ფენერბახჩეს” კი 11 მოგება აქვს და ჯერჯერობით პლეი ოფის ზონის მიღმაა.
ხიმკი – ცრვენა ზვეზდა 78-72
ბაიერნი – ვალენსია 59-66
პანათინაიკოსი – ზენიტი 96-81
ბარსელონა – მილანო 84-80