მაკა სოლოღაშვილი - ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ერთი შიდა გადაცემას უკავშირდება, მეორე კი, გერმანიის კლასტერს
მაკა სოლოღაშვილი - ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ერთი შიდა გადაცემას უკავშირდება, მეორე კი, გერმანიის კლასტერს

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი​ს ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა აქვთ, საიდანაც ერთ შიდა გადაცემას უკავშირდება, ერთ კი, გერმანიის კლასტერს.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 14 პაციენტი, კორონავირუსი შვიდს აქვს დადასტურებული.

„გუშინდელი კვლევიდან ორს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორივე პაციენტი დღეს ჩაერთება კვლევაში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ძველ პაციენტებში შეინიშნება გამოჯანმრთელების ტენდენცია. ამ დღეებში მოხდება გადამოწმება ლაბორატორიული მონაცემების. ორი ახალი პაციენტიდან ერთი პაციენტი არის შიდა გავრცელება, მეორე პაციენტი არის გერმანიის კლასტერი, რომელთანაც გამოხატული იყო პნევმონია და ლაბორატორიულად გამოვლინდა კორონავირუსის დიაგნოზი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.