მაკა ბოჭორიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
მაკა ბოჭორიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ამასთან, გამოიხატა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას.

მინისტრებმა  ასევე ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მნიშვნელობას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.