მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა

23:52, 09.07.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცებს.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე და უმაღლესი დონის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

მსგავსი