მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საუბარი შეეხო აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტსაც, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება

14:54, 13.11.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას სირ ბანი იასის ფორუმში, რომელიც 2026 წლის 13-15 ნოემბერს გაიმართება.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰემის გადახდა დაეკისრათ. არაოფიციალური ცნობით, ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს. მანამდე, საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.

მსგავსი