მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრა გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ედიტ მედნესთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ხალხთაშორის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და მის მზარდ პოტენციალზე.

შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერისა მნიშვნელობა აღინიშნა.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესსა და საკანონმდებლო ინიციატივებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

ედიტ მედნე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმა და ამ პროცესებში ლატვიის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.