მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოჭორიშვილმა ისრაელის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ მაკა ბოჭორიშვილს გადასცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევა.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში.

მინისტრი მიესალმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ ძალისხმევას და წვლილს  რეგიონში მშვიდობის მიღწევაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტისა და  მძევლების გათავისუფლების საკითხში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.