მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

21:41, 30.07.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან შეხვედრა გამართა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მისივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს.

მსგავსი