მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა პრაღაში ორმხრივი შეხვედრები გამართეს
მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა პრაღაში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა პრაღაში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს ჩეხეთის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავჯდომარე ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებისას მხარეებმა, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი მიმოიხილეს. იმსჯელეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავ ზღვაზე თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის როლსა და მხარდაჭერაზე.

შეხვედრებისას, ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. მხარეებმა, ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, საქართველოს მნიშვნელობა და როლი აღნიშნეს, ისაუბრეს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე.

მხარეებმა, განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.

პრაღაში, მაკა ბოჭორიშვილის და ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის სენატში ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, ვლადისლავ ვილიმეცთან და საერთაშორისო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავჯდომარე, პაველ ფიშერთან; ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან პიოტრ ფიფკასთან და ონდრჟეი კოლარჟთან, რომელიც ასევე, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.