მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

17:06, 10.07.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე.

მინისტრმა ელჩს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მსგავსი