მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10:31, 02.07.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველ ივლისს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობას, ევროკავშირთან ურთიერთობებს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

მსგავსი