მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

00:08, 27.12.2024

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი გააკეთა.

მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და, ქართველი ხალხის სახელით, აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს თანადგომა გამოუცხადა.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 25 დეკემბერს ყაზახეთში განიცადა. ლაინერის ბორტზე 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. დაღუპულია 38 პირი.

 

მსგავსი