მაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივს შეხვდა 

11:21, 26.09.2026

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

„ყურადღება გამახვილდა ყურის ქვეყნებთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა GCC-ის გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი